ახალი ამბები პოლიტიკა

ხვიჩია: რაც უფრო მეტ ხანს შიმშილობ, მით უფრო რთულია, ყურადღება მიიქციო

მგონი, რაც უფრო მეტ ხანს შიმშილობ, მით უფრო რთულია, შიმშილობით ყურადღება მიიქციო, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტმა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა უნდა მოითხოვოს.

“მიხეილ სააკაშვილს უკვე 50 დღე აქვს ნაშიმშილები. წარმოიდგინეთ, ვიდრე 50 დღე არ გავა, “ქართული ოცნება” შედარებით მშვიდად იქნება. ამიტომ, ამ ამოცანის შესრულება მარტივი არ იქნება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ამ საქმეში წარმატებას ვუსურვებ. მისი მოთხოვნა უნდა იყოს საზღვარგარეთ მისი გადაყვანა. ამას პირველივე დღიდან ვამბობდი. ის გორის ნაცვლად, საზღვარგარეთ უნდა გადაეყვანათ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

იტვირთბა....