ირაკლი კობახიძეს თუ ფაქტები აქვს, რომ გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რაღაც შეთქმულება და დიდი გარიგებები იყო, გამოვიდეს და მტკიცებულებები დადოს, – ასე გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
“ირაკლი კობახიძემ ლაპარაკი თუ დაიწყო, თქვას. თუ ფაქტები აქვს, რომ გახარიასა და “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რაღაც შეთქმულება და დიდი გარიგებები იყო, გამოვიდეს და მტკიცებულებები დადოს. ნახევრად მოთხრობილი რაღაცები არ მიყვარს. მტკიცებულებები და ფაქტები დადოს. არ მომწონს ხოლმე, ცოლ-ქმარი რომ გაშორდებიან და ერთმანეთზე საზიზღრობებს ჰყვებიან. დაახლოებით ასეა კობახიძე-გახარიას ამბავი. როცა ერთად იყვნენ, მახსოვს, კობახიძე გახარიაზე სულ ანდაზებით საუბრობდა – ყველა მართალია და მასთან ყველა ტყუისო. მაშინ ცამდე აჰყავდა, ახლა დაშორდნენ და კობახიძე გახარიას ლამის ტაო-კლარჯეთის დათმობას აბრალებს. ასე რაღაცების გამოფენა არ მომწონს. პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრონ. ასეთი იწილობიწილო არ მომწონს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.