ახალი ამბები პოლიტიკა

კობახიძე გახარიაზე: საუბარია ღალატის დეტალებზე, შესაძლოა, შოკისმომგვრელი იყოს

“ქართული ოცნების”  თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხდებით, დადგება დრო, როდესაც “ქართული ოცნება” იტყვის, რა მოხდა რეალურად და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ გიორგი გახარია ისაუბრებს, იმაზე, რეალურად რა მოხდა, “თავს გაინადგურებს”.

“ჯერ ვერ ვიტყვით. დადგება ამის დრო, როდესაც ვიტყვით, თუ რა მოხდა 1 წლის წინ. რა მოხდა უფრო ადრე, რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით. ის თუ იტყვის, რაშია სინამდვილეში საქმე, თავს გაინადგურებს, ამიტომ რანაირად იტყვის?! ვერაფერს ამბობს. საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც, შესაძლოა, ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს. ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს, რის გამოც არ ღირს დღეს ამაზე საუბარი”,- განაცხადა კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

იტვირთბა....