[su_quote]ზუგდიდზე იყო ლაპარაკი. ახალაიების და ქარდავების მიწულებში როგორ აუპატიურებდნენ ქართველ მამაკაცებს. მტერსაც კი არ ჩაუდენია მსგავსი რამ. ღირსებაზე გვესაუბრებიან. უმაღლესი ღირსების გამოვლინება იყო საკუთარი სამხედროებისთვის ომის დაწყება და კასეტური ბომბებით დაბომბვა; რეზოლუციის ხელმოწერა, რომელზეც დღემდე ვერ გაუციათ პასუხი; ლიდერად ერთ ადამიანს რომ ემსახურებით, უმაღლესი ღირსების გამოვლინება იყო, თავისი პოლიტიკური კოლეგა, უმაღლესი თანამდებობის პირი რომ მიატოვა და საკუთარ დაცვას გაასწრო. ასეთი მაგალითებით უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედროები და ჩვენი მომავალი თაობა და ვაჩვენოთ, როგორი ლიდერი ჰყავს ქვეყანას – როგორ გარბოდა და რა სამარცხვინოდ იქცეოდა. ან ეს შემოპარვა, ვაჟკაცობად რომ გინდათ ჩავუთვალოთ, რომ შემოვიდა, ჩაბარდა და სამშობლოსთვის იღწვისო. შემოიპარა იმ არეულობისთვის, რომელიც ვერ მოახერხა და კი არ ჩაბარდა, დააკავეს. ასეთი სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით ასობით ადამიანის გამაუპატიურებლები[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.