ახალი ამბები სამართალი

ფოთში დააკავეს დედა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში დააკავეს დედა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა. გარდაცვლილი ჩვილი გუშინ იპოვეს.

ამ დროისთვის, ხსენებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, ახალშობილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, “მეტრონომი” შსს-ში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

იტვირთბა....