ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

51 გარდაცვლილი – როგორი კოვიდსტატისტიკაა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსს კიდევ 51 პაციენტი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 18 409 ადამიანი. 

კვლევა ტესტით 56 531 პირს ჩაუტარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,7 პროცენტია.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 017 პაციენტი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 309-ია, ხოლო კარანტინის რეჟიმში 10 ადამიანია. 

აღსანიშნავია, რომ ტექტნიკური სამუშაოების გამო, 14 თებერვლის კოვიდსტატისტიკა სრულად არ გამოქვეყნებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს გამოქვეყნდებოდა მონაცემები, რომლებიც 14-15 თებერვლის შემთხვევების სტატისტიკას აერთიანებს.

 

იტვირთბა....