[su_quote]უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს საზიანო იქნება ქალაქისთვის და ამ ქალაქის ყველა გულშემატკივრისთვის.
არ შეიძლება კრიმინალთან შეთანხმება, არ შეიძლება მორალთან კომპრომისი! ამ გადაწყვეტილების შედეგს ისევ ჩვენ მოვიმკით და თან მალე. ძალიან გულდასაწყვეტია[/su_quote]
ასე ეხმაურება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრის, გიგა ფარულავას არჩევას.
ცნობისთვის, ბაჩანა შენგელია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებდა, არ დაეშვათ ზუგდიდში საკრებულას თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა.