ახალი ამბები საზოგადოება

“ვტოვებ თანამდებობას” – მიწისძვრაზე ხუმრობის შემდეგ ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი გადადგა

ბათუმის სპორტულ ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი თანამდებობას ტოვებს – მიზეზი მის მიერვე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი გახდა, რომლითაც იგი ცოტა ხნის წინ მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, “ტვ 25” ავრცელებს.

ცნობისთვის, მანამდე თემო ხასიამ დაწერა, რომ ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოიხსნება.

შეგახსენებთ, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ბიძგები იგრძნობოდა თითქმის მთელს საქართველოში. ჯერჯერობით უცნობია მოყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა.

იტვირთბა....