ახალი ამბები საზოგადოება

დმანისის მერი მიწისძვრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის ინფორმაციით, სოფელ სამებაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნგრევა არ დაფიქსირებულა.

“ჯერჯერობით არსად არაფერი მომხდარა, მშვიდობაა, ჩვენი მუნიციპალიტეტი ეპიცენტრი კი იყო, მაგრამ ნგრევა არსად ყოფილა. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს”, – აღნიშნა მურადაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სოფელ სამებასთან, თბილისის დროით 22:25 საათზე 6.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

იტვირთბა....