ახალი ამბები საზოგადოება

ამაღამ სახლში ვერ შევალთ, საშინელი ხმაური იყო – რა ხდება მიწისძვრის ეპიცენტრში

[su_quote]ჯერ იყო ხმაური და რაღაცეების ცვენის ხმა გავიგეთ. ვერ ვამოწმებ რა ჩამოვარდა. კარმა დეფორმაცია მიიღო და რამოდენიმე წამი არ იღებოდა. მძინარე ბავშვს ვტაცე ხელი და გავედით გარეთ. მე მსგავსი მიწისძვრა არ მახსენდება. ამაღამ სახლში ვერ შევალთ, ბავშვს ვერ შევიყვან. სწორად ვერ გაიქცეოდი, ისეთი ბიძგები იყო.[/su_quote]

 

აცხადებს დმანისის მცხოვრები, ლუარა ჩხეტიანი “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ბიძგები იგრძნობოდა თითქმის მთელს საქართველოში. ჯერჯერობით უცნობია მოყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა.

იტვირთბა....