[su_quote]მინდა მადლობა გადავუხადო ნათია თურნავას გაწეული შრომისთვის. მისი სამწლიანი საქმიანობა პანდემიით გამოწვეულ საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა და ნათიას ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კრიზისის მართვისთვის.
ასევე გამორჩეული მინისტრი იყო ლევან დავითაშვილი. დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიული რესურსი და გამოცდილება ნამდვილად დიდი შენაძენი იქნება ეკონომიკის მიმართულებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს. მასთან თანამშრომლობის საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს და მჯერა, მომავალში ერთობლივად მნიშვნელოვანი რეფორმების განხორცილებას შევძლებთ[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი. ცნობისთვის, სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს.