ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ნაცვლად, ლევან დავითაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ოთარ შამუგია დაიკავებს, რომელიც მანამდე დავითაშვილის მოადგილე იყო.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.