ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცვლილებები მთავრობაში: სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილემ, ოთარ შამუგიამ შეცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ბატონი ოთარი დაიბადა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში და შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და რომ იტყვიან, თავისი კეთილსინდისიერი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში, მან ყველაფერი იცის კარგად, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მე მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება დავითაშვილს, ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე განაგრძნობს მუშაობას. შეგახსენებთ, ამ პოსტზე მან ნათია თურნავა შეცვალა.

 

 

 

 

იტვირთბა....