ახალი ამბები პოლიტიკა

მელია დასაჯეს, რადგან პრობლემებზე საჯაროდ საუბრობდა – თალაკვაძე ფარულ ჩანაწერებზე

ნიკა მელია თანამდებობრივად დასაჯეს, რადგან პარტიაში შექმნილ პრობლემებზე საჯაროდ საუბრობდა, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას ფარული ჩანაწერების გავრცელებას.

მისივე თქმით, სააკაშვილს პარტიაში ანტიდემოკრატიული გარემო აქვს შექმნილი და ბევრი რამე საზოგადოებისგან დამალულია.

“ნიკა მელიამ თქვა ის, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ყველამ იცის, თუმცა ამის გარეთ გამოტანა არ უნდათ და სწორედ ეს არის ამ პარტიის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილს პარტიაში აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული გარემო აქვს შექმნილი. მელიას თანამდებობრივი დასჯა უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ ეს ადამიანი რეალურად აყენებდა ამ პრობლემებს საზოგადოების წინაშე და საჯაროდ საუბრობდა. ეს ყველაფერი ნაცმოძრაობაში სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს, მელია თავს იმართლებს, რომ ეს უჩინმაჩინის ქუდით არის ჩაწერილი, მაგრამ ფაქტია, რომ ის საჯაროდ ესაუბრება მოქალაქეებს. ამ ყველაფრის უარყოფა კიდევ ერთი სირცხვილია”, – აცხადებს თალაკვაძე.

ცნობისთვის,  “ტვ იმედის” ეთერში გავიდა ნიკა მელიას ფარული ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება კატეგორიულად არ სურდა.

იტვირთბა....