ახალი ამბები პოლიტიკა

რა თქვა მელიამ განსაკუთრებული?…მის მიმართ აგრესია სულ იყო…ვისაც სიცრუეში ცხოვრება უნდა, იცხოვროს – ხუხაშვილი ჩანაწერებზე

რა თქვა მელიამ განსაკუთრებული, სააკაშვილის ჩამოსვლა შეცდომა იყო და ეს სრული სიმართლეა, – ასე აფასებს პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრ, ნიკა მელიასთან დაკავშირებით “ტვ იმედის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

როგორც ხუხაშვილი “მეტრონომთან” აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის რადიკალური ფრთის  მხრიდან ნიკა მელიას მიმართ აგრესია მუდმივად იყო.

“ნაციონალურ მოძრაობაში” სხვადასხვა ადამიანები არიან. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, ასეთი განსაკუთრებული რა თქვა, ნიკა მელიამ, რაც აქამდეც არ ვიცოდით. მის მიმართ აგრესია ენმ-ის ამომრჩევლის რადიკალური ფრთის მხრიდან ყოველთვის იყო. რეალურად ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა შეცდომა იყო, სიმართლეა და თუ ვინმეს ამისი დანახვა არ სურს და სიცრუეში ცხოვრება უნდა, იცხოვროს.

თვითონ მიხეილ სააკაშვილის ჰგონია, რომ სწორად მოიქცა და ეს მისთვის გენიალურია. ადამიანური თვისებაა ეს და მე სულ არ მიკვირს. ძალიან სამწუხაროა, რომ სპეცსამსახურები პოლიტიკოსების ფარული ჩანაწერების გაკეთებით არიან დაკავებულები. შემდეგ კი ზოგიერთი მედია ცდილობს ეს პროპაგანდისთვის გამოიყენოს, ე.წ ჩორტის ჩასაგდებად. ეს ჩვენი ვაივუი პოლიტიკის შედეგია, ამასთან შეგუებულები ვართ. იყო სააკაშვილის ჩამოსვლა შეცდომა? იყო. არ თქვას 9ნიკა მელიამ) და რატომაც არ უნდა თქვას?”, – აცხადებს ხუხაშვილი “მეტრონომთან”.

ცნობისთვის,  “ტვ იმედის” ეთერში გავიდა ნიკა მელიას ფარული ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება კატეგორიულად არ სურდა.

 

იტვირთბა....