ახალი ამბები პოლიტიკა

პარტიები უნდა დაშალონ, ან უკან გადაწიონ და შეიქმნას დიდი მოძრაობა – სანიკიძე

პარტიები უნდა დაშალონ, ან უკან გადაწიონ და შეიქმნას დიდი მოძრაობა…დიდი მონოლითი,- აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ერთიანი არასდროს არ ყოფილა და მათი თემატური ერთობა არამდგრადია.

“მე ბევრჯერ მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ, რომ უმარტივესი სქემაა გასაკეთებელი. ოპოზიციამ უნდა შექმნას დიდი მოძრაობა, დიდი მონოლითი უნდა შეიქმნას. დიდი გამოცდილება გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც. ამ მოძრაობაში შევლენ, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კერძო პირებიც.

ოპოზიციაში განხეთქილებაზე, რომ ვსაუბრობთ, როდის იყო ოპოზიცია ერთიანი?…თემატურ ერთობას აფიქსირებდა, მაგრამ ეს არ არის მდგრადი. ქართველი ამომრჩევლის შეკვეთა არ არის მრავალფეროვნება, ოპოზიციაში სულ იმეორებენ, რომ არ არიან ერთ აზრზე, არ არიან ერთნაირები და ეს საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს. ხალხის შეკვეთაა დიდი მონოლითი, დიდი ერთობა.

მე ვამბობ, პარტიები უნდა დაშალონ, ან გადაწიონ უკან და შეიქმნას ერთი დიდი მოძრაობა. ძალიან ბევრი აცხადებს, რომ ახალგაზრდები უნდა მოვიყვანოთ პოლიტიკაში, თუმცა მათ გამოცდილება არ აქვთ. ძალიან ბევრი ასაკოვანი ადამიანია დღეს, ვისაც აქვს შესაბამისი რესურსი, თუმცა აქვთ საზოგადოებრივი “ცენზი” და გული არ მიუწევთ პოლიტიკურ პარტიებში”, – აცხადებს სანიკიძე.

გუბაზა სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები ჩაკეტილები არიან და საზოგადოებასთან ურთიერთობას ვერ ახერხებენ.

იტვირთბა....