aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“უნდობლობას იწვევს, ადამიანს ფეხი ჰქონდეს დაზიანებული, დადიოდეს და თავი მოიკლას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ცხედარს ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს”

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ, ბიძინა კუჭავას ნათესავის მამუკა კუჭავას განცხადებით, ბიძინას თავში ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი. მას სხეულზე ასევე აღენიშნება დაზიანებებიც. როგორც მამუკა კუჭავა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ბიძინა კუჭავას ფეხის თითი მოჭრილი და შემდეგ მიკერებული აქვს, რაც გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას იწვევს.

“ნატყვიარი რამდენი აქვს, არ ვიცი ზუსტად. თუმცა როგორც ვიცი, თავში ერთი გასროლა აქვს. რაც შეეხება დაზიანებებს, მას ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული. გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას ის იწვევს, რომ ადამიანს ფეხი აქვს დაზიანებული და ამ კაცმა შემდეგ სიარული მოახერხოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას”, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

მისი თქმით, გარდაცვალების მომენტში ვისთან ერთადაც ბიძინა კუჭავა იმყოფებოდა, მათ ოჯახის წევრები არ იცნობენ. მისი ინფორმაციით, გამოძიებამ ეს პირები უკვე დაკითხა, მაგრამ ოჯახს მათთან კონტაქტი არ ჰქონია.

“ოჯახის წევრები არ ვიცნობდით, თუ ვისთან ერთად იყო ის ავტომობილში მკვლელობის დროს. ავტომობილიც მათი იყო სავარაუდოდ და საჭესთანაც მეპატრონე იჯდა და არა ბიძინა. ისინი დაკითხვაზე ჰყავდათ და ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა მათთან”, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

ბიძინა კუჭავა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამსახრეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაშია ბრალდებული. როგორც შსს ამბობს, ბიძინა კუჭავამ მისი მოკვლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესავური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. არც ერთი მხარე გამოძიების ვერსიებს არ ენდობა  და ისინი დამოუკიდებელ ექსპერტს მოითხოვენ.

ოჯახის მოთხოვნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს. კუჭავას ოჯახის წევრები იმოდოვნებენ, რომ კერძო ექსპერტიზის შემდეგ გამოძიება სხვა კუთხით წავა. ოჯახი  დამოუკიდებელ ექსპერტს დღეს ელოდებიან.

იტვირთბა....