aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გაგზავნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ბრძოლის წინაპირობაა, თუმცა, არ ნიშნავს, რომ თავდასხმა გარდაუვალია.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების ფონზე, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მა აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.

რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესია იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და უკრაინის პირველ პირს, ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული საუბრის თემა. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ მოახლოებული თავდასმის აშკარა შესაძლებლობას ხედავს.

იტვირთბა....