ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. როგორც ნატო იტყობინება, იქ არსებული კონტინგენტის შევსებაზე განცხადება ალიანსის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ: დანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლამდებმა და ასევე, აშშ-მ გააკეთა.
“ნატო-ს მოკავშირეებს ძალები მზადყოფნაში მოჰყავთ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით გემებს და სამხედრო თვითმფრინავებს აგზავნიან მოკავშირეთა თავდაცვითი შეიარაღების გასაძლიერებლად, რადგან რუსეთი აგრძელებს უკრაინასა და მის გარშემო საკუთარი სამხედრო ძალების გაძლიერებას.
ნატოს მოკავშირეები აფრთხილებენ ძალებს და აგზავნიან მეტ გემს და გამანადგურებელ თვითმფრინავს აღმოსავლეთ ევროპაში განსათავსებლად, აძლიერებენ მოკავშირეთა შეკავებას და თავდაცვას, რადგან რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინაში და მის გარშემო”, – წერია ნატო-ს განცხადებაში.
უფრო კონკრეტულად, დანია ბალტიის ზღვაში სამხედრო ფრეგატს აგზავნის და ოთხ გამანადგურებელ F-16-ს განათავსებს ლიეტუაში; ესპანეთი გემებს გაგზავნის ნატო-ს საზღვაო-სამხედრო ძალებთან შესაერთებლად და ბულგარეტში საბრძოლო თვითმფრინავების გაშვების შესაძლებლობას განიხილავს; საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს, ნატო-ს მეთაურობისთ ჯარები გაგზავნოს რუმინეთში; ნიდერლანდები რუმინეთში ორ საბრძოლო თვითმნფრინავს F-35 გაგზავნით გაგზავნის და ასევე, მზადყოფნაში მოიყვანს სამხედრო გემებსა და სახმელეთო ერთეულებს; ხოლო აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის 1000-დან 5000 ჯარისკაცამდე გაზრდას, ასევე, სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების გაგზავნას განიხილავს.
ეს ყველაფერი პასუხია რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ე.წ. სამხედრო წვრთნების დაწყებაზე, რომელსაც დასავლური ქვეყნების მოლოდინით, შესაძლოა უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოჰყვეს.