რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე აშშ-ს საპასუხო წერილში ვერ ამოიკითხეს უარი, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.
“ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიციური რეაქცია არ არის. მთავარ საკითხს წარმოადგენს ჩვენი მტკიცე პოზიცია აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობასა და საბრძოლო ტექნიკის განლაგებაზე, რომელმაც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს საფრთხე შეუქმნას”, – აცხადებს ლავროვი.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წერილის შინაარსზე საუბრისას განაცხადა, “ამერიკის პასუხი რუსეთს სერიოზული დიპლომატიური წინსვლის გზას სთავაზობს”.