[su_quote]ძალიან სამარცხვინოა ამ მკვდრადშობილი რეზოლუციის ამბავი. საგანგაშო სიბრიყვე იყო არალეგიტიმური საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. – ეს ხდებოდა არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც სიტყვის გამტეხი ოპოზიციური პარტიები, შევიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ შესრულებულიყო შეთანხმება, რომელიც აღარ არსებობს. – ეს ხდებოდა ქართული ოცნების იმედად, რომ ადეკვატურ ტექსტს მოიღებდა მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციის ერთერთ ინიციატორ პარტიას, რეჟიმი პუტინის მონად ყავს მონათლული, რომელიც მესამე პრეზიდენტს წამებით კლავს. მთავარი ის კი არ არის, რაც დღეს მოხდა. რეზოლუციის ჩაგდებას რა უშავს – ივანიშვილის რეჟიმი სხვას რას იზამდა? მთავარი პრობლემა ოპოზიციაშია! ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამხელა მავნებლობაზეა წამსვლელი ქართული ოპოზიციის ეს ნაწილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ორდღიანი ნიუსი შექმნან და ეთერში გამოჩნდნენ. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის მთავარი შედეგი კი არ არის, მთავარია პროცესის სიმულაცია და ტივტივის გაგრძელება! ამ ხალხს ივანიშვილის რეჟიმი ყავს დასამარცხებელი, აი ამ ოპოზიციას. რეჟიმი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფინანსური უპირატესობა, რეჟიმი, რომელსაც მხარს უქერს რუსეთი და საპატრიარქო.პ.ს. ის სივრცე უნდა გაფართოვდეს, სადაც ესეთები არ იქნებიან[/su_quote]
ასე ეხმაურება “ტაბულას” დამაარსებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს, სადაც რუსეთი და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის.