ქართველმა მოთხილამურეებმა, ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
კომიტეტის ინფორმაციით, წიკლაურისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიური თამაშები იქნება, ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.
ჩინეთის დედაქალაქი პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს ისპარეზებს, სოსო ჯაფარიძე კი 13-16 თებერვალს.
ამასთან, ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.