aviabiletebi
კორონავირუსი მთავარი ციტატა

გოცირიძე ჯოკოვიჩზე: ან სერბმა მამაომ შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ

ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო. კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო.
სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც ჩანს ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ( ანუ მღვდლმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას.
ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე. მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო და ავსტრალიის ვიზა დაკარგა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია უნდა დატოვოს და ქვეყანაში შესვლა 3 წლის ვადით აეკრძალება.

ცნობისთვის, ჯოკოვიჩს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არ ქონის გამო ავსტრალიის საზღვარზე პრობლემები შეექმნა და მისი ვიზა გაუქმდა.

იტვირთბა....