[su_quote]ჩემთვის ძალიან ძვირფასი ფბ მეგობრის სტატუსი ვნახე, სადაც კითხულობდა: “თუ ომიკრონი უფრო იოლად მიმდინარე შტამია, რატომაა ატეხილი ასეთი განგაში, საწოლ ფონდის მოსალოდნელ გადატვირთვაზეო?” ბევრი კომენტარიც იყო, სადაც ახსნას ითხოვდნენ და ვფიქრობ არის ამის აუცილებლობა: უფრო ადვილად მიმდინარეობს”, სულაც არ ნიშნავს, რომ არ რთულდება. მაგრამ, თუ დელტა შტამის შემთხვევაში ვთქვათ 20% რთულდებოდა (რეალურად, ალბათ მეტიც), ომიკრონის დროს- შეიძლება მხოლოდ 4% იყოს (პროცენტები შედარებისთვისაა მოყვანილი და არა აქვთ სიზუსტის პრეტენზია). მაგრამ გადამდებლობაა ძალიან დიდი! თუ დელტა 10 ადამიანს ემართებოდა და 2 მძიმდებოდა, სასტაციონარე ხდებოდა, იმავე პოპულაციაში ახლა 100-ს დაემართება და უკვე 4 გახდება დასაწვენი! ანუ პროცენტულად 5-ჯერ ნაკლები დამძიმდება, მაგრამ რაოდენობის გამო შეიძლება 2-ჯერ მეტი დაწვეს.[/su_quote]
აღნიშნულ ინფორმაციას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.