[su_quote]ომიკრონი დამემართა, როგორც ჩანს ეს მსუბუქი ფორმაა, მაგრამ ეს არ არის მარტივი ვირუსი, რადგან მე ამ წუთამდე არ ვიცი ვისგან გადამედო. ერთი ვიცი ზუსტად, მე რომ არ ვყოფილიყავი აცრილი, გამორიცხული იქნებოდა პირდაპირ ეთერში ჩართვა. მე მაქვს ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები და ვირუსები ჩემთვის კატასტროფაა. ახლა ვფიქრობ, რომ ომიკრონის დროს ერთადერთი რამაც დამიცვა, არის აცრა. ექიმებიც მეუბნებიან, ორჯერ აცრილი რომ არ ვყოფილიყავი პირდაპირ ეთერში ვერ ჩავერთვებოდი. ყველა ექიმი მეუბნება, რომ აცრა რომ არ მქონოდა გაკეთებული, ასე თავისუფლად ვერ ვილაპარაკებდი[/su_quote]
განაცხადა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ გადაცემაში პოლიტიკური ამბები.