აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის შესაძლო გაუქმების შესახებ ისაუბრა.
ტრამპის თქმით, მათ არ სურთ ვინმეს ზიანი მიაყენონ, განსაკუთრებით უკრაინელებს, მათ ბევრი რამ გამოიარეს.
არ გვსურს ვინმეს ზიანი მივაყენოთ და, რა თქმა უნდა, არ ვცდილობთ მათთვის ზიანის მიყენებას. მე ამას განვიხილავ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მიზანშეწონილია, ზოგი კი ასე არ ფიქრობდა. გადაწყვეტილებას მალე მივიღებ, მაგრამ არ გვსურს, მათ ვავნოთ, განსაკუთრებით უკრაინელებს, მათ ბევრი რამ გამოიარეს“, – აღნიშნა ტრამპმა.