კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპის კამათის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი 68%-მდე გაიზარდა.
გამოკითხვის თანახმად, 2025 წლის თებერვლის პირველ ნახევარში უკრაინელების 57% ენდობოდა ზელენსკის, პრეზიდენტის ნდობას არ უცხადებდა 37%.
“ვითარება მსგავსია უკრაინის ყველა რეგიონში და ნდობა-უნდობლობის ბალანსი დადებითია. პრეზიდენტისადმი ნდობა ოდნავ დაბალია აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ამ რეგიონშიც კი უმრავლესობა – 60% ენდობა ზელენსკის, ხოლო 36% – არა. სხვა რეგიონებში (დასავლეთი, ცენტრი, სამხრეთი) 66-69% ენდობა, ხოლო 28-30% არ ენდობა მას.” – აცხადებს სოციოლოგიის ინსტიტუტი.