„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ხარჩოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის დასახელების ფაქტს გამოეხმაურა და „სიენენის“ სტატიას უბოდვესი სისულელე უწოდა.
„ეძახე სიენენი და უბოდვესი სისულელე კი დაუდიათ.
რისი რეცეპტია ახლა ეს? ნიგვზიანი ხარჩოსი (ანუ, ერთადერთი ნამდვილი ხარჩოსი) თუ საბჭოთა სასადილოების მოგონილი წუმპის, ხან ბრინჯი რომ ყრია და ხან რა. მგონი, საერთოდაც, გააერთიანეს ორივე.
ფოტო რომ ვნახე, კიდევ უფრო ვეღარ გავიგე, რაზეა ლაპარაკი. მგონი, მთლად სუპებს შორის უსაზიზღრესს – იტალიურ მინსეტრონეს გულისხმობენ“, – წერს ნიკა გვარამია.