ახალი ამბები კულინარია მსოფლიო

ხარჩო, მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის დასახელდა

ქართული ხარჩო მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანთა შორის დასახელდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ყველა კულტურას აქვს თავისი დამახასიათებელი წვნიანი, რომელიც მის ტრადიციებს კარგად ასახავს.

„ქართველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი კერძია ხარჩო, რომელსაც საკმაოდ ნათელი და ოდნავ მოტკბო გემო აქვს. იგი მზადდება მოუმწიფებელი ქლიავით, რომლის მჟავე ნოტები აბალანსებს წვნიანში მოხარშული ცხიმიანი საქონლის ხორცისა და დაფქული ნიგოზის სიმძაფრეს. ძირითადი არომატები მოდის ისეთი სანელებლების ნარევიდან როგორიცაა: ხმელი სუნელი, ქინძი, ქონდარი,შავი წიწაკა, მარიგოლდის ნაზავი და სხვა.“, -ნათქვამია „სიენენის“ მიერ გავრცელებულ სტატიაში.

სტატიის ავტორი, ჯეინ როუზ სმიტი წერს, რომ ქლიავის მსგავსი ტყემალი არის ის მთავარი დეტალი, რომელიც ხარჩოს განსაკუთრებულ გემოს სძენს.

იტვირთბა....