ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

13 იანვრიდან საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვრიდან საქართველოში თოვლია მოსალოდნელი.

“საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მანამდე, 10-11 სექტმებერს, დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები თბილი და უნალექო ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ – ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით  +13, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 10-11 იანვარს ზოგან შესაძლოა ნალექი და ნისლი აღინიშნოს, თბილისში კი მცირე წვიმა და ნისლი.

“აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით  +8, +13 გრადუსი იქნება. თბილისში 10-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, ხოლო 13 იანვარიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

იტვირთბა....