რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყაზახეთში მასობრივი არეულობის დროს აქტიურად გამოიყენებოდა “მაიდნის ტექნოლოგიები”, მათ შორის, საინფორმაციო მხარდაჭერა. ამის შესახებ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.
“აქტიურად გამოიყენებოდა მაიდანის ტექნოლოგიები – პროტესტის საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები. ყაზახეთზე დავდასხმად უნდა შეფასდეს ის მოქმედებები, რომლებიც განახორციელეს კარგად მართულმა და ორგანიზებულმა ბოევიკებმა, რომელთაც მომზადება საზღვარგარეთ, ტერორისტულ ბანაკებში აქვთ გავლილი“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ მსგავს ქმედებაზე დაუყოვნებლივი რეაგირება იყო საჭირო.
ვლადიმერ პუტინის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ მაქსიმალურად ოპერატიულად მოახერხა საჭირო ზომების მიღება.
შეგახსენებთ, ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, რუსეთს მას შემდეგ მიმართა ქვეყანაში ჯარების შეყვანის თხოვნით, რაც ყაზახეთში საწვავის ფასის მატების გამო დაწყებული პროტესტი უკონტროლო არეულობაში გადაიზარდა.