ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობას წყვეტენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მოშიმშილეები მოინახულა და მათ მესამე პრეზიდენტის გზავნილი გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა.

“მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე”, – განაცხადა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს ენმ-ის ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა მასობრივი შიმშლობა დაიწყეს.

იტვირთბა....