ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: სისულელეა, რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება?! ეს არ არის სერიოზული

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სისულელეა ფორმულირება, თითქოს სააკაშვილი გაიტაცეს გორის ჰოსპიტალიდან. ამის შესახებ ის ჟურნალისტებთან საუბრობს.

“სისულელეებია. აბსურდულ განცხადებებს სერიოზულად როგორ უნდა ვუპასუხო. რა რუსთავის ციხიდან გატაცება?! არ არის ეს სერიოზული….

შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განცხადება. ის გორის ჰოსპიტლიდან გაწერეს და როგორც პატიმარი, გადაყვანილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში. გორის ჰოსპიტლიდან პატიმარი სააკაშვილი გაწერეს, მას ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა, შესაბამისად, დაბრუნდა დაწესებულებაში”,- ამბობს კალაძე.

ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება, სადაც ამბობს, რომ “სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში”

29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, როგორც სააკაშვილის ახლობელები ამბობენ მას არ აქვს ჯანმრთლების ისთი მდგომარეობა რომ ჰოსპიტალიდან გადაეყვანათ. მოგვიანებით პნიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

იტვირთბა....