ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელია სააკაშვილზე: ეს გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქით, მიხეილ სააკაშვილის გატაცება სხვა ქვეყანაში დაიგეგმა და საქართველოში აღსულდა. ამის შესახებ მელიამ მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

“ეს გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ადამიანების მიერ ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართულია რუსეთის ფედერაციის სამსახურები. ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ სამართლიანად ყავთ პატიმრობაში ადამიანი …ამ ყველაფერს როგორ აკეთებს?! თავმოყვარე ხელისუფლება …. ეს არის გატაცება. ადრე თუ გვიან ამ ვიდეო კადრებსაც ვიხილავთ, კიდევ უფრო მძიმე და შემზარავი საყურებელი იქნება, მჯერა ვიდრე ეს მოხდა რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს მოახდინეს მიხეილ სააკაშვილის გატაცება”,- ამბობს მელია.

29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, როგორც სააკაშვილის ახლობელები ამბობენ მას არ აქვს ჯანმრთლების ისთი მდგომარეობა რომ ჰოსპიტალიდან გადაეყვანათ. მოგვიანებით პნიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

იტვირთბა....