პენიტენციური სამსახური ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს და ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ნომერ 12 პენიტენციურ განყოფილებაშია გადაყვანილი.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში”,- წერია განცხადებაში.
გუშინ ღამით, ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც სააკაშვილის ახლობლები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.