ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

“გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მობრძანდით და მიხვდებით, რა ჩაიდინა პუტინმა“ – ზელესკი ტრამპს

ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპს უკრაინაში იწვევს, რათა აშშ-ის პრეზიდენტმა ნახოს თუ რა ხდება უკრაინაში რეალურად.

“ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა, გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები, ეკლესიები“. – ამის შესახებ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ტრამპი უცვლელად უნდა იდგეს უკრაინის მხარეს.

„პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უკრაინის მხარეს უნდა იყოს. არასწორია, რომ ამერიკას ნეიტრალიტეტი სურს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ აშშ-ს განცხადებებში შეიმჩნევა რუსული ნარატივები.

” როგორ შეიძლება, რომ ჩვენი დანაკარგებისა და ტანჯვის მოწმე იყო, გესმოდეს, რას აკეთებენ რუსები და მაინც გჯეროდეს, რომ ისინი აგრესორები არ არიან და მათ არ დაუწყიათ ეს ომი?”- განაცადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....