„ქართული ოცნების“ წევრი, სოზარ სუბარი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მისამართით აცხადებს, რომ ის საკუთარ მანდატს გასცდა.
სუბარის თქმით, გადაწყვიტეს მომავალი წლიდან ეს უწყება გარკვეულწილად ჩარჩოებში მოექციათ და სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი გაუქმება.
„ლონდა თოლორაიას მიმართ ერთადერთი პრეტენზია რაც შეიძლება მე პირადად მქონდეს ეს არის ის, რა განცხადებებიც გააკეთა. გარკვეულწილად მგონია, რომ თავის მანდატს გასცდა და როცა ის ესწრებოდა მოსმენას, უკეთესი იყო დარჩენილიყო ბოლომდე“, – აცხადებს სუბარი.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს.