დღეს, 29 დეკემბრის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
“თუ თქვენ პრინციპულობას ეძახით სიხისტეს, დიახ ვარ ხისტი, ალბათ. თუ თქვენ სიმართლის პირდაპირ თქმას სიხისტეს ეძახით დიახ, შეიძლება მე ვარ ხისტი, თუმცა მე ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ და მთავარი ეს არის, რომ ადამიანი იყოს გულწრფელი თავის საქმეში და სიტყვებში. რასაც მე ვამბობდი და ვიტყვი ამის შემდეგ იქნება სიმართლე, რომლისაც მჯერა”,- ამბობს პაპუაშვილი.
პაპუაშვილი ქართული ოცნების კახა კუჭავას შემცვლელად წარადგინა. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა.