ვისურვებდი 2022 წელს მეტი სიყვარული მოეტანოს, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთანავე, კალაძემ საქართველოს მოსახლეობას სულიერი სიმშვიდე და სიხარული უსურვა.
„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მინდა, პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩემს ქვეყანას. სულიერი სიმშვიდე გისურვოთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული არ მოგვკლებოდეს. ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022 წელს“, – აცხადებს კალაძე.