ცირკი გაქვთ გამართული, თქვენს ხელში არც ნერვებია და არც ჯანმრთელობა, – მსგავსი სიტყვით, „ქართული ოცნების“ წევრებს უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ მიმართა.
პატარაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი უწყებაა, რომელიც ნორმალურად მუშაობს და იმასაც მთავრობა ესხმის თავს.
„რაღაც არ გეტყობათ, რომ ან სახელმწიფოს ან საკუთარ თავს პატივს სცემთ. რაც გესმით ის ხდება. თქვენ გამოხტომებს მიხედეთ, ცირკი გაქვთ გამართული აქ. აი ეს არის ცირკი. თქვენ ხელში ამ სახელმწიფოში არც ნერვებია, არც სიცოცხლე და არც ჯანმრთელობა. სიცივით იყინება ხალხი. ერთადერთ უწყებას დაესხით თავს, რომელიც ნორმალურად მუშაობბდა. თქვენ არავინ არ მუშაობთ ნორმალურად. მე საზოგადოების ხმა ვარ სწორედ“, – აცხადებს ბაია პატარაია.