ექიმ გოგორიშვილს ისე აჩუმებდა და აკონტროლებდა ვიღაც x ტიპი, სსრკ გაგახსენდებოდა, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში, „ენმ-ს“ ლიდერმა ნიკა მელიამ დაწერა.
როგორც ის აცხადებს, ექიმის პოზიცია მკაფიოა – სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი.
„უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამიანური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!
დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა – სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!
რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით – მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!“, – წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის ხელმოწერილი ჩანაწერები გააცნო, სადაც წერია, რომ სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფალი.