ახალი ამბები პოლიტიკა

ლომჯარია მთავრობას: რეპრესიებს დეკრეტში მყოფი ქალის წინააღმდეგ ატარებთ

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ მთავრობა ამ უწყების გაუქმებით დეკრეტში მყოფი ქალის წინააღმდეგ რეპრესიებს ატარებს.

როგორც ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს, კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები.

„კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები.

ამ კანონპროექტის ხელმომწერო კაცებო, და ამ კანონპრპექტის მხარდამჭერებო, თქვენ ახლა ატარებთ რეპრესიებს საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ, მისი დეკრეტში მყოფი ქალი ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ჩემი მხარდაჭერა ძლიერ ქალს და კეთილსინდისიერ და მისაბაძ საჯარო მოხელეს“, – წერს ლომჯარია.

 

იტვირთბა....