ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

სააკაშვილი გაკოჭეს, ვიღაცამ ყელში წაუჭირა ხელი – გვარამია კლინიკიდან ვიდეოჩანაწერებს ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი და „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი გაკოჭეს, ვიღაცამ ყელში ხელი წაუჭირა და ასეთი ფორმით მოხსნეს მას პლასტიკის საათი.

როგორც გვარამია აღნიშნავს, ხსენებული საათი საშიშროებას არ წარმოადგენს და საინტერესოა რატომ გადაწყვიტეს 5 კვირის შემდეგ მისი მოხსნა.

„საათი, რომელიც 5 კვირა ეკეთა მაინცდამაინც მაშინ მოუნდათ, რომ მოეხსნათ, 6 ადამიანი შევიდა, საწოლში ძალადობით, თავს დაესხნენ, გაკოჭეს, ვიღაცამ ყელში წაუჭირა ხელი და მოხსნეს ეს საათი“, – აცხადებს გვარამია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ხელმოწერილი ჩანაწერები გააცნო, სადაც წერია, რომ სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაცია საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფალი.

 

იტვირთბა....