ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი ზურაბიშვილის მიწვევაზე: მას უნდა გაითამაშოს მეორე შარლ მიშელი – გათვლილი აქვთ, რომ ყველაფერი შეიტყაპუნონ

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების მიწვევით უნდა, რომ გაითამაშოს მეორე შარლ მიშელი.

მისი თქმით, პრეზიდენტმა პირველ სერიაში მიიყვანა პარტიები თავის სასახლეში და მოაწერინა ხელი დოკუმენტზე, რომელიც დღეს იქცა ფარატინა ქაღალდად.

“მას უნდა გაითამაშოს მეორე შარლ მიშელი, მეორე სერია. პირველ სერიაში მიიყვანა პარტიები თავის სასახლეში და მოაწერინა ხელი დოკუმენტზე, რომელიც დღეს იქცა ფარატინა ქაღალდად. გათვლილი აქვთ, რომ ეს პოლიტიკური რეპრესიები, ეს ყველაფერი შერჩეთ და შეიტყაპუნონ, ამჯერად, ეროვნული შერიგების დეკლარაციებით”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია.

იტვირთბა....