ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიული ალასანია: სააკაშვილის მკურნალობაში უარყოფითი დინამიკაა, გაიყვანონ ქვეყნიდან

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში უარყოფითი დინამიკა შეიმჩნევა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ქვეყნიდან უნდა გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც შესაბამისი გამოცდილება და პროფესიონალი კადრები ჰყავთ.

„ჩვენს ქვეყანაში როგორც ჩანს სათანადო მკურნალობას ვერ ახერხებენ და ძალიან კარგი იქნება რომ გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ და შესაბამისი პროფესიონალი კადრებიც ჰყავთ. ჩემი თვალით ვნახე, რომ უარყოფითი დინამიკა შეიმჩნევა და სწორედ ამით არის გამოწვეული ჩემი ეს მოთხოვნა“, – აცხადებს გიული ალასანია.

იტვირთბა....