ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე წლის ბოლომდე სამინისტროში რჩება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რომელმაც 9 დეკემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ, წლის ბოლომდე სამინისტროში რჩება. ინფორმაციას ნეტგაზეთს თავად ეკატერინე ტიკარაძემ დაუდასტურა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ მას ამ დროისთვის გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია და მოვალეობის შესრულებას აგრძელებს. იგი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და წლის ბოლომდე დაგეგმილი აქტივობების შესრულებას გააგრძელებს.

შესაბამისად, პოსტებზე რჩებიან მისი მოადგილეებიც.

იტვირთბა....