ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

სააკაშვილი: ჩემი სრული სოლიდარობა TV პირველის გმირულ კოლექტივს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს.

ექსპრეზიდენტი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეს ეხმაურება და TV პირველს სოლიდარობას უცხადებს.

“ავთო წერეთელი ძლივს გადარჩა ისრაელში ონკოლოგიური დაავადების შედეგად სიკვდილს. მე ყველა ამ პერიპეტიის საქმის კურსში ვარ, იმიტომ რომ ავთო ძალიან ახლობლობდა ბებიაჩემ მზია წერეთელთან და მეც კარგად ვიცნობ.

ახლა რასაც შვრება ივანიშვილი მის აუცილებელ პროცედურებზე არგაშვებით, არის პირდაპირი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო შემსრულებლებს სინდისი თუ არ აწუხებთ, პასუხისმგებლობის მაინც არ ეშინიათ?

ჩემი სრული სოლიდარობა TV პირველის გმირულ კოლექტივს!”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. ე.წ. ფულის გაგეთრების საქმეზე, მოწმის სახით, დღევანდელ პროცეზე ბადრი ჯაფარიძე, ხოლო წინა პროცესზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხნენ. მათ ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აქვთ წარდგენილი, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

იტვირთბა....