[su_quote]სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ბუსტერი აუცილებელი ხდება. ჩვენ კანონმდებლობით უკვე შემოვიღეთ ბუსტერი. დღევანდელი რიცხვით სადღაც 6 000-მდე ბუსტერია გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში, თანდათან უფრო მეტია მომართვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუსტერს ენიჭება დღეს, როცა გაჩნდა ახალი შტამი, ე.წ. ომიკრონი. ვიცით, რომ ომიკრონი უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ არ აქვს მეტი აგრესიულობა, ანუ უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება ამით არ არის.
გუშინ გამოქვეყნდა ფაიზერის ინფორმაცია, რომელმაც პირველმა ჩაატარა კვლევა ომიკრონის შტამთან ფაიზერის ვაქცინის დამცველუნარიანობასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს ფაიზერის აცრის, განსაკუთრებით ბუსტერის გაკეთების შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებს მანეიტრალიზებელი თვისებები ამ ომიკრონის შტამთან დაკავშირებით და დაადასტურა – დიახ, უნდა გაკეთდეს ბუსტერი. ჩვენ საქართველოში ძირითადად ვიყენებთ სინოფარმის და ფაიზერის ბუსტერს, უფრო მეტია გაკეთებული ფაიზერი და ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა[/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან განაცხადა.