ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

აქუბარდია: ხელისუფლებაში პოლიტიკოსები არ არიან – ჩანს, რომ ამ საწყლებს ინტელექტუალური დეფიციტი აქვთ

[su_quote]ნაცმოძრაობას ვინც ქმნიდა, მათ პოლიტიკურ ამინდს, პოლიტიკოსები იყვნენ. აქ არ არიან პოლიტიკოსები ხელისუფლებაში. დამერწმუნეთ, ძალიან დიდი სხვაობაა. ინტელექტუალური დეფიციტი რომ აქვთ ამ საწყლებს, კი ჩანს, მაგრამ ყოველგვარ ზღვარს სცდება. დავიღალე მე პირადად ყოველდღე სასამართლოები ჩანს, ხან ვისზე და ხან ვისზე.

დავიღალე ყველა დღე სასამართლოებით. ნიკა გვარამიას და პაატა სალიას 2 საათი ვუსმენდი, სულ მეცინებოდა არც ერთი იყო „ვენეციელი“ და არც მეორე „ეგვიპტელი მამლუქი“. აპირისპირებენ ყველას ერთმანეთს, არ შეიძლება ასეთი ესკალაცია. ვერ გაიგებ რომელ დღეს რა სასამართლოებია. დღეს მოვისმინე ვატო წერეთლის განცხადება საკუთარ მამაზე და შემეცოდა, კაცი სამკურნალოა და არ უშვებენ, გამაოგნებელი ცინიზმი არის.

პირდაპირ ჩანს, ესენი არ გაჩერდებიან. მმართველ პარტიას არ უნდა, არც მოლაპარაკება და არც კომპრომისი, ისინი პირდაპირ განადგურებაზე მიდიან. არ შეიძლება მთელ ერს დაუპირისპირდე. გულგრილად ნუ უყურებთ მასობრივ სასამართლო ისტერიებს, უნდა გავაპროტესტოთ ეს ყველას ვალია[/su_quote]

ამის შესახებ TV კავკასიის დამფუძნებელმა, დავით აქუბარდიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს. ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, აცხადებს, რომ მის მამას, ავთანდილ წერეთელს, საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.

იტვირთბა....