ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია კალაძეზე: მსგავსი განცხადებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია კახა კალაძის დღევანდელ მუქარას მედიის მიმართ ეხმაურება, ლომჯარიას თქმით, მსგავსი განცხადებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს.

“წინასწარ არ გავაკეთებ კომენტარს დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით, რადგან წარმოებას დავიწყებთ და შევისწავლით, თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს. ალბათ წარმოუდგენელი იქნება, მაგალითად სახალხო დამცველმა შეუზღუდოს მედიის რომელიმე წარმომადგენელს დასწრება ჩვენს ბრიფინგებზე, იგივე ეხებათ სხვა საჯარო დაწესებულებებს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი არის საჯარო უწყება, ასევე საჯაროა სამინისტროები და მერია, რომელთა ვალდებულებაა, რომ მათი საქმიანობის გაშუქებისას თანაბარი წვდომა მისცენ მედიას”,- ამბობს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ კალაძემ დღეს განაცხადა, თუ კრიტიკული მედიასაშუალებები არ გააშუქებენ მერიის დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებზეც ჟურნალისტები მიდიან, “კონკრეტულ ზომებს მიიღებს”

იტვირთბა....